გიორგი ცუცქირიძე: მისასალმებელია, რომ პირველივე ინიციატივა, რასაც მეათე მოწვევის პარლამენტი დააინიცირებს, სწორედ საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის მიღება იქნება

„აღნიშნული რეზოლუციის უკვე გამოქვეყნებულ პროექტში სავსებით სწორად აქცენტები გადატანილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რადგან დღეს ჩვენ გვჭირდება ყველა საერთაშორისო მიმართულების ჩართულობა და საპარლამენტო პლატფორმა, ოკუპირებული რეგიონების ე.წ დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გამყარებაში, რაც არის მომავალში დეოკუპაციის დაწყების მთავარი წინაპირობაც”, – ამის შესახებ ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, ნიშანდობლივია, რომ ტრანსატალანტიკური ინტეგრაციის გზაზე  ევროკავშირში გაწევრიანება ხდება პრიორიტეტული, რაც გულისხმობს 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანას. მისი თქმით, კარგია, რომ რეზოლუცია ოპოზიციას უტოვებს შანსს, ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში და მონაწილეობა მიიღოს ამ სტრატეგიული ამოცანების რეალიზაციაში.

„საინტერესო იყო ნაცოპოზიციის მიერ ბოლო დღეებში აგორებული მზარდი ანტიდასავლური გამოხტომებისა და სრული ისტერიის ფონზე, რაც ბოიკოტირების რეჟიმში მყოფი ოპოზიციის საგარეო მარცხსაც ცხადყოფს, როგორი იქნებოდა ახალი პარლამენტის პირველივე ინიციატივები. რამდენად იქნებოდა ის მიმართული სწორედ საგარეო ვექტორის გაძლიერებისაკენ, რადგან დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და გაზრდილი საგარეო გამოწვევების ფონზე მხოლოდ მისასალმებელია, რომ პირველივე ინიციატივა, რასაც მეათე მოწვევის პარლამენტი დააინიცირებს, სწორედ საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის მიღება იქნება.

აღნიშნული რეზოლუციის უკვე გამოქვეყნებულ პროექტში სავსებით სწორად აქცენტები გადატანილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რადგან დღეს ჩვენ გვჭირდება ყველა საერთაშორისო მიმართულების ჩართულობა და საპარლამენტო პლატფორმა, ოკუპირებული რეგიონების ე.წ დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გამყარებაში, რაც არის მომავალში დეოკუპაციის დაწყების მთავარი წინაპირობაც. ნიშანდობლივია, რომ ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ევროკავშირში გაწევრიანება ხდება პრიორიტეტული, რაც გულისხმობს 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანას. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ითვალისწინებს რა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, მიმართული იქნება კიდევ ერთი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად – საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად და აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცება და აშშ-ის უფრო აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის და საქართველოს გეოსტრატეგიულ არეალში, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების ერთიან კონტექსტში. კარგია, რომ რეზოლუცია ოპოზიციას უტოვებს შანსს, ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში და მონაწილეობა მიიღოს ამ სტრატეგიული ამოცანების რეალიზაციაში. ამ რეზოლუციის მიღებით, ასევე, სრულდება მითები ქვეყნის საგარეო ვექტორის ვითომდა ცვლილებაზე, რასაც „ნაციონალური მოძრაობა” და მასთან ალიანსში მყოფი რადიკალური ოპოზიცია მათთვის დამახასიათებელ დემაგოგიურ სტილში ტირაჟირებდა მთელი ამ ხნის მანძილზე”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები