კახა კალაძე: „ნაცმოძრაობა“ მარგინალიზაციის გზას ადგას

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მარგინალიზაციის გზას ადგას. კალაძის შეფასებით, პოლიტიკური პარტიის წევრების მხრიდან ელჩების მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები სრული კატასტროფაა.

„ეს არის სრული კატასტროფა, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ ამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრების მხრიდან – გაკეთებულ განცხადებებს, შეტევებს ჩვენს საერთაშორისო და სტრატეგიულ პარტნიორებზე. ისინი ფიქრობენ, რომ ელჩის შეურაცხყოფა არის მხოლოდ პიროვნულად მათი შეურაცხყოფა. ეს არის, რა თქმა უნდა, სახელმწიფოების შეურაცხყოფა, რაც ძალიან ცუდია. მარგინალიზაციის გზა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ადგას, ყველა ვხედავთ, სახეზეა. გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო გრიგოლ ვაშაძემ, ამასთან დაკავშირებით განმარტებებიც გააკეთა, თუ რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი. მე ნამდვილად ვერ ვუპასუხებ იმას, თუ რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ პარტია “ნაციონალური მოძრაობა” დღეს დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები