ნიკოლოზ სამხარაძე: გრიგოლ ვაშაძემ გადაწყვიტა, ის ხომალდი, რომელიც იძირება, დროზე ადრე დატოვოს

“გრიგოლ ვაშაძე კარგად ხვდება, რომ ის ანტიდასავლური, ანტიევროპული თავდასხმები, რომლებიც განხორციელდა ევროკავშირის ელჩების მიმართ, არის ჩიხი და გზა არსაით”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბატონი ვაშაძის განცხადება პარტიიდან წასვლის თაობაზე, ნათელყოფს, რომ ოპოზიციაში არის განხეთქილება. მიუხედავად იმისა, რომ იგი არის ჩვენი ოპონენტი, გამოცდილი დიპლომატი და პოლიტიკოსია, შესაბამისად, ის კარგად ხვდება, რომ ის ანტიდასავლური, ანტიევროპული თავდასხმები, რომლებიც განხორციელდა ევროკავშირის ელჩების მიმართ, არის ჩიხი და გზა არსაით, ამიტომ, გრიგოლ ვაშაძემ გადაწყვიტა, ის ხომალდი, რომელიც იძირება, დროზე ადრე დატოვოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები