აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, ჰოსპიტალური სექტორი საწოლფონდის ამოწურვის რისკის ქვეშ დადგა

ნიუ იორკის შტატში 14 დეკემბრიდან, კოვიდის სწრაფი გავრცელებისა და გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდის გამო, აიკრძალება ბარ-რესტორნებში შიდა მომსახურება. ასევე, ნიუ იორკის გუბერნატორის განცხადების თანახმად, მაღალია გავრცელების მაჩვენებელი.

12 დეკემბერს აშშ-ში კოვიდ ინფიცირების 16 მილიონი შემთხვევა იყო აღრიცხული. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის დასაწყისიდან სამი თვის შემდეგ აშშ-ში 1 მლნ ინფიცირებული იყო, ახლა კი მხოლოდ ოთხი დღე დასჭირდა კოვიდ ინფიცირებულების რაოდენობის 1 მილიონით გაზრდას. ვირუსის გავრცელების ტემპი კვლავ მაღალია.

კალიფორნიის შტატში, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, ჰოსპიტალური სექტორი საწოლფონდის ამოწურვის რისკის ქვეშ დადგა. ბოლო ორ კვირაში ინტენსიური პალატების დატვირთულობა 70%-ით გაიზარდა. შედეგად, შტატის მასშტაბით, ინტენსიური პალატების მხოლოდ 10% დარჩა თავისუფალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები