აშშ-ში კოვიდ-19-ის მეორე ტალღის დახმარებები ჯერ კიდევ არ დამტკიცებულა

ამერიკის ცენტრალური მთავრობა მოსახლეობისთვის დახმარების პაკეტის შემუშავებას აგვიანებს.

აშშ-ში პანდემიასთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხები 2020 წლის 30 დეკემბრამდე უნდა გახარჯულიყო. აშშ-ის ოფიციალური პირები მოითხოვდნენ კონგრესისგან ბიუჯეტის გახარჯვის უფლების გახანგრძლივებას 2021 წლისთვისაც. მათი ეს მოთხოვნა სენატში დავის საგანია. ამის გამო კოვიდ-19-ის მეორე ტალღის დახმარებები ჯერ კიდევ არ დამტკიცებულა.

შექმნილი რთული ვითარებისა და გადაწყვეტილების მიღების დაგვიანების გამო, ცალკეული შტატები აღარ ელოდება ცენტრალური მთავრობისგან დამატებით დირექტივებს და დაიწყეს ადგილობრივ დონეზე გარკვეული დახმარების გაცემა. მაგალითად, კენტუკის შტატის ხელისუფლება ეხმარება დაბალ შემოსავლიან მოსახლეობას კომუნალურების სუბსიდირებით. ასევე, ერთ-ერთმა შტატმა განაცხადა, რომ ისინი გამოიყენებენ დარჩენილ ბიუჯეტს უმუშევართა ერთჯერადი დახმარების გასაცემად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები