ჰუბერტ ქნირში: პარლამენტი უკვე შეუდგა თავის საქმიანობას და მინდა, ყველას მივულოცო, ვინც იქ მუშაობს

“ვინც პარლამენტში აირჩიეს, აქვთ პასუხისმგებლობა, გამოიყენონ ეს მანდატები და საქართველოსთვის გააკეთონ საუკეთესო, რისი გაკეთებაც პარლამენტში შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში შეიძლება’, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განუცხადა.

„პარლამენტი უკვე შეუდგა თავის საქმიანობას და მინდა, ყველას მივულოცო, ვინც იქ მუშაობს, ვისაც აკისრია პასუხისმგებლობა და ვუსურვო ძალა და სიბრძნე მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაში. ქვეყანა ელოდება პარლამენტს, რომელიც ქვეყნის პრობლემებით დაკავდება, ხოლო პარტნიორები მზად არიან თანამშრომლობისათვის. ბუნებრივია, სამწუხარო იყო პარლამენტში ბევრი ცარიელი ადგილის დანახვა. მე გამახსენდა ის ადამიანები, რომლებსაც ვიცნობ და რომლებიც ამ არჩევნებში მონაწილეობდნენ. ესენი არიან კარგი ადამიანები კარგი იდეებით, რომლებიც ვერ მოხვდნენ პარლამენტში. მათი ამოცანაა, გააგრძელონ პოლიტიკური საქმიანობა როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნულ დონეზე და იმედი მაქვს, რომ შემდეგი არჩევნებისას ისინი შევლენ პარლამენტში. ხოლო მათ, ვინც აირჩიეს, აქვთ პასუხისმგებლობა, გამოიყენონ ეს მანდატები და საქართველოსთვის გააკეთონ საუკეთესო, რისი გაკეთებაც პარლამენტში შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში შეიძლება“, – განაცხადა ქნირშმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები