გია ვოლსკი: “სამართლიანი არჩევნები“ არ არის სტრუქტურა, რომელზეც შეიძლება ზეწოლა განახორციელო, ზეწოლა ჩვენი ხელწერა არაა

“ვერც „სამართლიანი არჩევნების“ შეცდომა და ვერც სხვა არგუმენტები ვერ გამოდგება იმისთვის, რათა თავი გაიმართლონ იმ რეალობის წინაშე, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ორგანიზებული შეტევა ჰქვია, რომელიც ჩაიშალა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სამართლიანი არჩევნები“ არ არის ის სტრუქტურა, რომელზეც შეიძლება ზეწოლა განახორციელო, მეორე- ზეწოლა არაა ჩვენი ხელწერა. არსებობს ძალიან მკაცრი საერთაშორისო დაკვირვება ამ პროცესებზე და ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობა, რომელიც ბოლო პერიოდში გალანძღული იყო ოპონენტების მიერ მხოლოდ იმისთვის, რომ ობიექტურ ვითარებას აშუქებენ. ასე რომ, ვერც „სამართლიანი არჩევნების“ ეს შეცდომა – არ ვიცი, ეს სიტყვა ბრჭყალებში ვთქვა თუ ღიად და ვერც სხვა არგუმენტები ვერ გამოდგება იმისათვის, რათა თავი გაიმართლონ იმ რეალობის წინაშე, რასაც ჰქვია საქართველოს წინააღმდეგ ორგანიზებული შეტევა, შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ჩაიშალა რეალურად და ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს, თუნდაც, ამ უმძიმეს ვითარებაში, როცა კოვიდპანდემია ჯერ დამარცხებული არ არის და ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული დარტყმები და ზარალი მიადგა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები