გია ვოლსკი: მმართველ გუნდს მოუწოდებენ, იქამდე, ვიდრე სააკაშვილი არ გაიმარჯვებს, დანიშნოს და დანიშნოს არჩევნები
“მიუხედავად რთული ვითარებისა, სახელმწიფოს გააჩნია რესურსი, ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვა აუცილებელია.
„მმართველ გუნდს მოუწოდებენ, რომ აღიაროს არარსებული, ქვეყანაში ქაოსი დაუშვას, სახელმწფო სტრუქტურების შექმნის წინაღმდეგ გამოვიდეს, ბიუჯეტი არ დაამტკიცოს, სრული ნიჰილიზმი და განუკითხაობა დაამკვიდროს ქვეყანაში იმიტომ, რომ სააკაშვილი ვიდრე არ გაიმარჯვებს, დანიშნოს და დანიშნოს არჩევნები. ეს არის მოთხოვნა, რომლის იქითაც ჩვენი ოპონენტებისგან სამწუხაროდ, არაფერი არ გაისმის. მოცემულობა საკმაოდ რთულია, მაგრამ ამ რთულ ვითარებაში სახელმწიფოს გააჩნია რესურსი, რათა ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოს. გნებავთ, გადავთვალოთ, გნებავთ ვიდეოთვალი გავხსნათ და ნებისმიერი კითხვის ნიშანი, რომელიც ამ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არსებობს, პასუხგაცემული უნდა იყოს – ჩვენ ამ პოზიციისთვის არც გადაგვიხვევია და არც ვაპირებთ. ეს ჩვენი პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანია. პოზიციები დავაფიქსიროთ ყველამ და საზოგადოებას ჩვენი თავი წარვუდგინოთ ისე, როგორებიც ვართ და როგორ ვფიქრობთ ქვეყნაში სტაბილურობის შექმნას, ვინ უპირისპირდება ამ იდეას და ვინ იღწვის ამისთვის.
არის გასათვალისწინებელი კიდევ ერთი აუცილებელი ასპექტი, რასაც პარალელური შედეგების გადათვლა ჰქვია. მხოლოდ 41 დღის შემდეგ აღიარეს, რომ სერიოზული შეცდომა იყო, თუმცა არ აღიარეს ის, რომ ამან მნიშვნელოვნად შეცვლა შედეგები. ეს ერთ-ერთი დასაყრდენი არგუმენტი იყო ოპოზიციისთვის, რათა ხალხის დიდი რაოდენობა შეეყვანა შეცდომაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეხვედრა მეხუთე რაუნდზე აუცილებელია“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.