დავით სერგეენკო: ნორმალური საპარლამენტო ცხოვრებისათვის ოპოზიციის ყოფნა აუცილებელია

“ნორმალური საპარლამენტო ცხოვრებისათვის ოპოზიციის ყოფნა აუცილებელია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა და მეათე მოწვევის პარლამენტის ვიცესპიკერობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის შეთავაზება, რომ ხმები გადაითვალოს, ძალაშია.

„ნორმალური საპარლამენტო ცხოვრებისათვის ოპოზიციის ყოფნა აუცილებელია. არ არის ნორმალური მათი არყოფნა. მით უფრო, ამ სიტუაციაში ეს ცალსახად მიუღებელია. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მათ აქვთ მოლოდინი,  უფრო მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე – რეალურად, მთავრობის შეთავაზება, რომ მოხდეს გადათვლა, ძალაშია. ასევე, გასათვალისწინებელია ჩვენი მეგობარი ქვეყნების, ფაქტობრივად, პირდაპირი მოწოდება, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღონ მონაწილეობა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები