„როიტერის“ ინფორმაციით, ავღანეთში ქალი ჟურნალისტი და ქალთა უფლებადამცველი აქტივისტი მოკლეს.
გამოცემის ცნობით, ჟურნალისტი მალალაი მაივანდი ჯალალაბადში მძღოლთან ერთად მანქანაზე განხორციელებული თავდასხმის დროს მოკლეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. „თალიბანის“ პრესსპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა დაჯგუფების თავდასხმასთან კავშირი უარყო.
მალალაი მაივანდი მეათე ჟურნალისტი გახდა, რომელიც მიმდინარე წელს ავღანეთში მოკლეს. ხუთი წლის წინ შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს მაივანდის დედა, რომელიც ასევე უფლებადამცველი აქტივისტი იყო.