ამირან გამყრელიძე: არის პატარა სტაბილიზაციის ელემენტი, მაგრამ ეს თვითდამშვიდების საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკშია.
მისივე თქმით, შეინიშნება მცირე სტაბილიზაციის ელემენტი, თუმცა ეს თვითდამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
„ჩვენ რომ პიკში ვართ, გიდასტურებთ. მე გითხარით, რომ არის ძალიან პატარა სტაბილიზაციის ელემენტი. გაზრდილი ტესტირების რიცხვთან გამოვლენილი შემთხვევების შეფარდება არის თითქმის ერთ დონეზე, ანუ დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ დაიძრა ქვემოთ, რაც გარკვეულად პოზიტიური ელემენტია, მაგრამ ეს თვითდამშვიდების საფუძველს, ნამდვილად, არ გვაძლევს. ჩვენ ამ ორი თვის განმავლობაში ეს მასობრივი ტესტირება უნდა გავაგრძელოთ და შეიძლება კიდევ მეტზეც ავიდეთ და ვნახოთ ამის საფუძველზე თუ როგორი იქნება დადებითობის მაჩვენებელი. წესით ის თანდათანობით უნდა შემცირდეს თუ ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია”, – განაცხადა გამყრელიძემ.