“საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების არსებული დინამიკის გლობალურ ტრენდთან შედარება ნათლად მიანიშნებს ჩვენი ქვეყნის თავისუფალ ბიზნესგარემოსა და მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე”

„საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების არსებული დინამიკის გლობალურ ტრენდთან შედარება ნათლად მიანიშნებს ჩვენი ქვეყნის თავისუფალ ბიზნესგარემოსა და მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რაც სხვადასხვა საერთაშორისო რეიტნტიგშია ასახული და ინვესტორების ნდობასა და განწყობაზე მიუთითებს”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ინვესტიციების შემცირების დინამიკაზე პირველ რიგში ზეგავლენა წმინდა პანდემიურმა ფაქტორებმაც იქონია.

“ინვესტიციების შემცირება გლობალური რეცესიის შედეგად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განახევრების ფონზე უნდა შეფასდეს. გლობალური პანდემიის ფონზე, როგორც მოსალოდნელი იყო 2020 წლის მესამე კვარტალში, ისევე როგორც იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება დაფიქსირდა და წინა წლის მე-3 კვარტალთან შედარებით 23.6 პროცენტით შემცირდა, ხოლო იანვარ-სექტემბერში-24 % -ით.

ინვესტიციების კლების დინამიკა უნდა განვიხილოთ გლობალური ეკონომიკის რეცესიის დინამიკაში. 2020 წლის პირველ ნახევარში, UNCTAD-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მთელ მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით თითქმის განახევრდა (49%-ით შემცირდა). შესაბამისად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების არსებული დინამიკის გლობალურ ტრენდთან შედარება ნათლად მიანიშნებს ჩვენი ქვეყნის თავისუფალ ბიზნეს გარემოსა და მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რაც სხვადასხვა საერთაშორისო რეინტგშია ასახული და ინვესტორების ნდობასა და განწყობაზე მიუთითებს.

თანხობრივად, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 302.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2020 წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 719.0 მლნ. აშშ. დოლარით განისაზღვრა.

ნიშანდობლივია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო სექტორში გაიზარდა 2-ჯერ მეტად და 301.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ინვესტიციების 42 %-ია და პირველ რიგში საბანკო სექტორის მდგრად განვითარებაზეც მიუთითებს. ამასთან, უძრავი ქონების სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 118.4 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სულაც უარყოფითი იყო. იგივე შეიძლება, ითქვას მშენებლობის სექტორში განხორციელებულ ინვესტიციებზეც რომელიც 36.1 მლნ. აშშ დოლარით არის გაზრდილი, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში უარყოფით მაჩვენებელთან შედარებით და რაც დიდწილად სწორი სამთავრობო სტრატეგიის შედეგია.

ინვესტიციების შემცირების დინამიკაზე კი პირველ რიგში ზეგავლენა იქონია წმინდა პანდემიურმა ფაქტორებმაც. სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების -76.6% იანი კლება დაფიქსირდა, ტრანსპორტის სექტორში ინვესტიციები -93.1%-ით შემცირდა, ხოლო დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ინვესტიციების კლებამ -44.3% შემცირდა.

ნიანდობლივია, რომ მომავალი ინვესტიციების ზრდაზე მხოლოდ დადებითად აისახება აშშ-ის მთავრობის გადაყვეტილება უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმა OCO Global-ს, დაფინანსებაზე, რომელიც გამოავლენს და ხელს შეუწყობს მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკაში!.

ეს ინიციატივა გულისხმობს ინდუსტრიული და ექსპორტზე ორიენტირებული პროექტების, როგორიცაა ინოვაციური, მაღალხარისხიანი ელექტრონიკის, სამედიცინო ინსტრუმენტების, საავიაციო და მანქანების ნაწილების წარმოებას. ეს გვაძლევს შესაძლებლობას დღეს არსებული საშუალო და შედარებით დაბალტექნოლოგიური წარმოება გადავიყვანოთ გაცილებით მაღალი დამატებული ღირებულების საწარმოო ციკლში და გავზარდოთ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა. რაც მთავარია, აშშ წარმოადგენს არა მხოლოდ მსოფლიოს ნომერ პირველ მეგაეკონომიკას, არამედ უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანასაც.

აშშ-ის მთავრობა აღნიშნულ დაფინანსებას USAID-ის მეშვეობით გამოყოფს და საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობს. ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი წარმოადგენს”, – წერს ცუცქირიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები