რეზო გაბრიაძის მეუღლე, ელენე (კროშკა) ჯაფარიძე გარდაიცვალა
რეზო გაბრიაძის მეუღლე, ელენე (კროშკა) ჯაფარიძე გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას, გაბრიაძის თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„გარდაიცვალა ბატონი რეზოს მეუღლე, ქალბატონი ელენე (კროშკა) ჯაფარიძე, მისი ერთგული მეგობარი, მხარდამჭერი და მთელი ცხოვრების სიყვარული. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქალბატონი ელენეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ გაბრიაძეების ოჯახს.
რეზოს თითქმის ყველა პერსონაჟ ქალში შეიძლება მისი საყვარელი კროშკას შტრიხების პოვნა, მაგრამ განსაკუთრებული ამ მხრივ რამონაა. სწორედ „რამონა“ გათამაშდება დღეს ჩვენი თეატრის სცენაზე და ეს სპექტაკლი ქალბატონი ელენეს ხსოვნას მიეძღვნება.
ქალბატონი ელენეს დაკრძალვა 7 სექტემბერს იქნება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.