ქადაგიშვილი – პოლონეთზე: ბუნებრივია, რომ ერთ-ერთ ასეთ, უკრაინის ყველაზე უფრო აქტიურ მოკავშირესაც არანაირი სურვილი არ ჰქონდა რეალურად ამ ომში ჩართვის
“პოლონეთი ერთ-ერთი აქტიური მოკავშირე იყო და არის უკრაინისა, მაგრამ ბუნებრივია, რომ ერთ-ერთ ასეთ ყველაზე უფრო აქტიურ მოკავშირესაც არანაირი სურვილი არ ჰქონდა რეალურად ამ ომში ჩართვის”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა და ანდჟეი დუდას განცხადებას გამოეხმაურა, რომ უკრაინა პოლონეთის ომში ჩათრევას აპირებდა.
„მაგრამ მცდელობა, იმისა რომ ამ ომი ცეცხლი და ფრონტი გაფართოებულიყო და მოდებოდა სხვადასხვა ქვეყანას, არსებობდა. ის, რისთვისაც ჩვენ, ქართველები ფაქტობრივად ამხელა წნეხის ქვეშ გვამყოფეს, რადგან არ გვინდოდა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ პროქსი ომში ჩათრეულიყო, ეს დღეს პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებმაც დაადასტურა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.