გია ვოლსკი – სამწუხაროსაც ვერ დაარქმევ იმას, რასაც სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი სჩადიან, ეს არის სამშობლოს და პოლიტიკური პრინციპების უგულებელყოფა

„სამწუხაროსაც ვერ დაარქმევ იმას, რასაც სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი სჩადიან, ეს არის სამშობლოს და პოლიტიკური პრინციპების უგულებელყოფა, ეს პირდაპირ ქვეყნის ღალატია,“ – ამის შესახებ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„მთავარ კითხვას პასუხს ვერ სცემენ, რუსეთთან მიმართებით რას გააკეთებენ, თუ ხელისუფლებაში მოვლენ? – ამაზე პასუხი არ არის. მათი მიზანია, ეკონომიკური ომის გამოცხადება და სამხედრო დაპირისპირება. ამის იქით არანაირი სხვა გეგმა არ არსებობს. ჰელსინკის ჯგუფშიც ეს შეხვედრაც იმ მიზანს ემსახურება, რომ როგორმე, სალომე ზურაბიშვილისგან, ყოფილი პრეზიდენტისგან და თინა ხიდაშელისგან ლიდერები შექმნან. ისეთი ლიდერები შექმნან, რომლებიც საკუთარ ქვეყანას დაუპირისპირდებიან. არც ამ ადამიანების რესურსი იციან და არც მათ მიმართ დამოკიდებულება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიაში 10 სექტემბერს საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება. მოწმეებად მიწვეული არიან სალომე ზურაბიშვილი, თინათინ ხიდაშელი და ლუკ კოფი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები