10 დეკემბერს გორის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 2020 წლის 10 დეკემბერს 13:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
მათივე ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.