ირაკლი კობახიძე: უნდა ვიმოქმედოთ არა დათმობების პრინციპით, არამედ – იმ პრინციპით, თუ რა სჭირდება ქვეყნის სწორ განვითარებას

“ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა დათმობების პრინციპით, არამედ – იმ პრინციპით, თუ რა სჭირდება ქვეყნის სწორ განვითარებას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკების მესამე რაუნდზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დათმობა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა დათმობების პრინციპით, არამედ – იმ პრინციპით, თუ რა სჭირდება ქვეყნის სწორ განვითარებას. დათმობა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

ზუსტად ამ პრინციპით ვხელმძღვანლობთ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ასეთივე პრინციპით ხელმძღვანლობს“, – აღნიშნა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები