დავით ბაქრაძე: იყო საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, შემდეგი შეხვედრა ხვალ იქნება

“იყო გარკვეული საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა. მაგრამ დარჩენილია რამდენიმე საკითხი, სადაც პოზიციები ვერ დაახლოვდა, პროცესი გაგრძელდება”, – ამის შესახებ ​”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკების მესამე რაუნდზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ელჩების თხოვნით, შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

“საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, ელჩების თხოვნით, დღეს დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. იყო გარკვეული საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა. მაგრამ დარჩენილია რამდენიმე საკითხი, სადაც პოზიციები ვერ დაახლოვდა, პროცესი გაგრძელდება, ხვალ იქნება შემდეგი შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ შესაძლებლობა გვექნება, დეტალები საზოგადოებას გავაცნოთ”, – აღნიშნა ბაქრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები