გია აბაშიძე: რეალურად გამოჩნდება, ვინაა სააკაშვილი-ბოკერიას ,,პოლიტვოდევილის“ მონაწილე

“შეკითხვები მაქვს ბარიერგადალახულ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც არ არიან სააკაშვილი-კეზერაშვილის კმაყოფაზე – იმისთვის დახარჯეთ ადამიანური, ფიზიკური და ფულადი რესურსი, რომ დისტანციურად დორბლიანი სააკაშვილის მუქარისა და ბოკერიას თვალების ბრიალის დამუნათება/ბულინგის მსხვერპლნი გამხდარიყავით პარლამენტში არშესვლაზე?”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს და ოპოზიციას მიმართავს.

მისი თქმით, ამ დღეებში რეალურად გამოჩნდება, ვინაა სააკაშვილი-ბოკერიას ,,პოლიტვოდევილის“ მონაწილე.

,,ამომრჩეველმა მოგცათ ხმა ამ დათქმით – არა – ,,ნაცებს”! არა – ,,ქოცებს”! თქვენ რას აკეთებთ? ,,ნაცების” თამაშს თამაშობთ”, – წერს გია აბაშიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები