გიორგი ვაშაძე: შეთანხმების გარეშე არ განვიხილავთ პარლამენტში შესვლის საკითხს, შეთანხმების შემთხვევაში, ვნახოთ
„პლებისციტზე შეთანხმება არ არსებობს, თუ მოხდება, რაზეც შევთანხდებით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ბევრ საკითხზე იყო საუბარი, მაგრამ ცალსახად პლებისციტის მოთხოვნა არ წასულა ოპოზიციიდან, ეს იყო ერთ-ერთი ვერსია, რომელიც განიხილებოდა, რა შემოთავაზებები არსებობს, რა საკითხები იქნება, ამაზე ელჩების მონაწილეობით დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ ვიმსჯელებთ“, – ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმების გარეშე არავინ აპირებს პარლამენტის სხდომებში მონაწილეობას.
„ზოგადად, ვიცით ევროკავშირის პოზიციები, მაგრამ მათაც იციან ჩვენი პოზიცია, რომ შეთანხმების გარეშე არ განვიხილავთ პარლამენტში შესვლის საკითხს. შეთანხმების შემთხვევაში, ვნახოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.