კოვიდ 19-ის მსოფლიო სტატისტიკა უარესდება; გაერთიანებულ სამეფოში სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელმა 60 ათასს გადააჭარბა; საფრანგეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ თუ ევროპის ცალკეული ქვეყნები გახსნიან კურორტებს, ეს იქნება კატასტროფა
კოვიდ 19-ის მსოფლიო სტატისტიკა უარესდება; გაერთიანებული სამეფო, ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელმა 60 ათასს გადააჭარბა; საფრანგეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ თუ ევროპის ცალკეული ქვეყნები გახსნიან კურორტებს, ეს იქნება კატასტროფა, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
კოვიდ 19-ის მსოფლიო სტატისტიკაზე საუბრისას აღნიშნულია, რომ გაერთიანებული სამეფო, ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელმა 60 ათასს გადააჭარბა.
„საფრანგეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ თუ ევროპის ცალკეული ქვეყნები გახსნიან კურორტებს, ეს იქნება კატასტროფა და საკუთარ მოქალაქეებს ავალდებულებს, გაიარონ 7 დღიანი კარანტინი მეზობელი ქვეყნის კურორტებიდან დაბრუნების შემდეგ. ასევე, ავსტრია, გერმანიის ზეწოლის შედეგად, წავიდა დათმობაზე და უარი თქვა ე.წ. სათხილამურო არდადეგებზე. ასევე, იანვრამდე დაკეტილი იქნება ბარ-რესტორნები.
ვირუსის ხელახალი აფეთქების პრევენციის მიზნით, შობისა და ახალი წლის დღეებში, იტალიის მთავრობამ ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც შუაღამისას მასობრივი შეკრებებისა და ქალაქებს შორის გადაადგილება, ასევე საშობაო ლიტურგიის ჩატარება აიკრძალა; 3 დეკემბერს, იტალიაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა 993 შემთხვევა. დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 4 დეკემბრის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 24 099 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 814 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამ მონაცემებით, ერთ დღე-ღამეში დაფიქსირებული სიკვდილიანობის მაჩვენებლით იტალია ევროპაში პირველ ადგილზეა.
გაერთიანებული სამეფო, ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელმა 60 ათასს გადააჭარბა და სულ 60 617-ს შეადგინა. მ/წ 4 დეკემბრის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 16 298 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 504 ადამიანი გარდაიცვალა.
4 დეკემბერს, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა, რომ იმ რეგიონებში სადაც მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი, რეგულაციების გამკაცრებაა საჭირო.
4 დეკემბრის გადაწყვეტილებით, პორტუგალიის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 8დეკემბრამდე მოქმედებდა, კიდევ 15 დღით 23 დეკემბრამდე გააგრძელა.
ბოლო 24 საათში, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 27 403 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით კი 569 პაციენტი გარდაიცვალა. ჩრდილოეთ კავკასიაში დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, დაღესტანში ღვთისმსახურებაზე მხოლოდ სასულიერო პირები დაიშვებიან, რელიგიურ რიტუალებზე კი მხოლოდ 10 პირის დასწრებაა ნებადართული. ჩეჩნეთშიც დამატებითი შეზღუდვები რელიგიურ დაწესებულებს შეეხო. კერძოდ, პარასკევის ლოცვაზე, მეჩეთში მისვლა 65 წელზე უფროს მამაკაცებს შეეზღუდათ.
24 საათის განმავლობაში, უკრაინაში, COVID-19-ით დღიური ინფიცირების 15 131 და გარდაცვალების 235 შემთხვევა დაფიქსირდა; უკრაინულ მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობამ საყოველთაო „ლოკდაუნი“ შესაძლოა სამი კვირით, 2021 წლის 2-21 იანვრის პერიოდში გამოაცხადოს.
გასული 24 საათის განმავლობაში, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების დღიური ანტირეკორდი კვლავ განახლდა – 32 381 ინფიცირების და 187 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.
ამერიკის სასწრაფო დახმარებების ასოციაციამ (AAA) გამოაქვეყნა წერილი. მათი განცხადებით, 911 სერვისი უახლოვდება კრიტიკულ წერტილს და სულ უფრო რთული ხდება კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მოთავსება საავადმყოფოებში. მათივე განცხადებით, თუ არ იქნება მიღებული შესაბამისი ზომები სასწრაფო დახმარების განსატვირთად, რთული იქნება პანდემიის ე.წ. მესამე ტალღის გამკლავება. ასევე, ამერიკის სასწრაფო დახმარებების ასოციაციის წერილში საუბარია კერძო/საჯარო სასწარფო დახმარებებისთვის დამატებითი ფულადი დახმარების აუცილებლობაზე ყველა, ორმოცდაათივე შტატში.
3 დეკემბერს, აშშ-ში დაფიქსირდა კოვიდ ინფიცირებულთა ანტირეკორდი, დაინფიცირდა 213 000 და გარდაიცვალა 2 500 ადამიანი. მოსალოდნელია, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება.
ჩატარდა კვლევა აშშ-ში. შტატების ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ მათ ექნებათ კოვიდ ტესტების დეფიციტი. ასევე, გამოკითხულთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ პრობლემა იქმნება მედ პერსონალისთვის სპეციალური ეკიპირების მიმართულებით, ხოლო ¾ მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის დაწყებისას პრობლემური იქნება.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, მსოფლიოში, ბოლო 6 თვის განმავლობაში რეკორდულად გაიზარდა ფასები სურსათზე და დაფისქრიდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წლის შემდეგ. გაიზარდა ზეთის, შაქრის, ხორცისა და ბურღულეულის ფასები.
გაეროს განცხადებით, 2021 წლისთვის პანდემიის ფონზე განსაკუთრებით გაიზრდება სიღარიბის დონე და მსოფლიო მოსახლეობის ყოველ 33-ე ადამიანს დასჭირდება დახმარება საკვების, წყლისა და სანიტარული ნივთებით მომარაგების მიმართულებით.
Facebook გეგმავს, რომ წაშალოს ყალბი ახალი ამბები კოვიდის ვაქცინის შესახებ, რომლის მიზანია ვაქცინის სანდოობის ეჭვქვეშ დაყენება”, -წერს უცხოური მედია.