ნათია თურნავა – ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ნაკლები იქნება იმ 1200-ლარიანი დახმარების კანდიდატი და ადამიანები მაქსიმალურად შეინარჩუნებენ  სამუშაო ადგილს, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ნაკლები იქნება იმ 1200-ლარიანი დახმარების კანდიდატი, ანუ მაქსიმალურად შეინარჩუნებენ ადამიანები სამუშაო ადგილს და არ დაკარგავენ სამსახურს, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის  მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველ არხთან საუბრაში განუცხადა.

მინისტრმა  მთავრობის მხიდან  მოსახლეობისთვის შეთავაზებულ დახმარებებზე ისაუბრა.

„300-ლარიანი დახმარება, ეს არის თვითდასაქმებული ადამიანებისთვის, ვინც სწორედ იმ შეზღუდულ დარგებში საქმიანობს და დროებით დაკარგავს შემოსავალს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ ახალ წლამდე მოხდეს ამ თანხის ჩარიცხვა და აქედან გამომდინარე, უსწრაფესად მოახერხეს ჩვენმა კოლეგებმა, ფინანსთა სამინისტრომ, ამ პროცესის გამართვა და უკვე დაიწყო რეგისტრაცია.

რაც შეეხება 1 200 ლარიან დახმარების პაკეტს, რომელიც არის გამიზნული იმ ადამიანებისთვის, ვინც მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, მაინც დაკარგავს სამუშაო ადგილს, რა თქმა უნდა, უნდა გავიდეს თუნდაც ერთი თვე, რომ ჩვენ დავინახოთ ვინ შეინარჩუნა და ვინ, სამწუხაროდ, დაკარგა სამსახური და დროებით დავუკომპენსიროთ ეს დანაკარგი“, – განაცხადა  ნათია თურნავამ

მისი თქმით, სამინისტრო ძალიან ჩქარობს  და უკვე გუშინდელი დღიდან, ტურისტული სექტორიდან,  დაწყებულია  განაცხადების მიღება,

„ძალიან ვჩქარობთ და უკვე გუშინდელი დღიდან, ტურისტული სექტორიდან,  დაწყებულია  განაცხადების მიღება, კერძოდ, სარესტორნო ინდუსტრიიდან სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე „აწარმოე საქართველოს” ფარგლებში. ესეც გვინდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავახმაროთ, რადგან მათთვის ღირებულია, მალე მიიღონ ეს ფინანსური დახმარება და შეინარჩუნონ მაქსიმალურად სამუშაო ადგილები.

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ნაკლები იქნება იმ 1200-ლარიანი დახმარების კანდიდატი, ანუ მაქსიმალურად შეინარჩუნებენ ადამიანები სამუშაო ადგილს და არ დაკარგავენ სამსახურს, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები