გიორგი ცუცქირიძე Trace International – ის ინდექსზე: მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის დაბალი ხარისხის ქვეკომპონენტში საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა

„დღეს, როდესაც კორონავირუსული ეპიდემიის მეორე ტალღის შემოტევის შედეგად, მსოფლო ეკონომიკა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო შეფასებებს, რადგან განსაკუთრებით პოსპანდემიურ პერიოდში საგარეო მოთხოვნის სტაბილურობაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია. ამ თვალსაზრისით უნდა გამოიყოს მსოფლიოში აღიარებული ბიზნეს ასოციაციიის, Trace International – ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსი-Trace Matrix , რომელიც მსოფლიო მასშტაბით სწავლობს და აფასებს კორუფციის ხარისხს, ზედამხედველობას, კარგ მმართველობას და მესამე მხარის მონაწილეობას რისკის მართვაში,” – ამის შეასხებ ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომელშიც მან 2020 წლის Trace Matrix „კორუფციის რისკის მატრიცის” რეიტინგში საქართველოს პოზიცია შეაფასა.
ექსპერტის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ 2020 წლის Trace Matrix „კორუფციის რისკის მატრიცის” რეიტინგში საქართველოს შეფასება წინა წელთან შედარებით 1 ქულით გაუმჯობესდა და 25 ქულით 194 ქვეყანას შორის 28-ე პოზიცია დაიკავა, მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 19-ე ადგილზეა.
მისი თქმით, აღნიშნული რეიტინგი იმითაც არის ყურადსაღები, რომ რეიტინგი ქვეყნებს აფასებს როგორც კორუფციის შესაძლებლობის, ასევე ანტიკორუფციული კანონმდებლობის, მთავრობის გამჭვირვალობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონის მიხედვით.
„ქვეყანას აქვს პროგრესი სამივე ამ ძირითადი კომპონენტის მიხედვით, ხოლო თვალსაჩინოებისათვის ყველაზე საუკეთესო შეფასება საქართველომ მიიღო ისეთ მთავარ ქვეკომპონენტში, როგორიცაა „მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის დაბალი ხარისხი”- ამ აგრეგატში, საქართველო მსოფლიოში სულაც პირველ ადგილზე გავიდა!. ამ ინდიკატორში საქართველო წინ უსწრებს არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებს, არამედ ევროპის და მსოფლიოს ისეთ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებსაც, როგორიცაა კანადა, იაპონია, ლუქსემბურგი, ირლანდია, აშშ, ავსტრია, ბელგია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, და პოლონეთი.
მთლიანობაში, კორუფციის დაბალი დონე, საკანონმდებლო კომპონენტთან და ბიზნესთან მიმართებაში ითვლება რა საინვესტიციო გარემოს შეფასების მნიშვნელოვან მდგენელადაც, უკვე უახლოეს წლებში საინვესტიციო ნაკადების ზრდის წინაპირობადაც უნდა განვიხილოთ; გარდა ამისა, წარმოდგენილი ფაქტორებიდან დაბალი კორუფციის მაჩვენებელი, პირველ რიგში სახელისუფლებო დონეზე, არის ეკონომიკური ზრდის სტიმულატორიც. შემთხვევითი არ არის, რომ უკვე მომავალი წლიდან ეკონომიკა არა მხოლოდ გამოვა რეცესიიდან, უკვე უახლოეს წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა. ის უპრეცედენტოდ დიდი საერთაშორისო ფინანსური დახმარებაც, რაც ქვეყანამ პანდემიურ პერიოდში ერთ-ერთმა პირველმა მიიღო, ამ პროგრესის ნათელი ილუსტრირებაა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ოპოზიციის ცილისწამებლურ და დამახინჯებულ პოზიციონირებას ქვეყანაში კორუფციის ზრდაზე!” – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები