გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული 5 პირის პროცესი დღეს გაგრძელდება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული 5 პირის პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გაგრძელდება.

დაგეგმილია ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა. წინა სხდომაზე ერთ-ერთი “ოქროს მოწმე”, კოკო ღიბრაძე დაიკითხა.

გამოძიება ბრალდებულებს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები