ევროკავშირი ჯანმო-ს რეფორმირებაზე აშშ-სთან ითანამშრომლებს

ევროკავშირი შეერთებულ შტატებთან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეფორმირებაზე მუშაობის სურვილს გამოთქვამს, რომლიდან გასვლის გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა მიიღო.

ევროკომისიამ დღეს “გლობალური ცვლილებებისთვის ევროკავშირის და შეერთებული შტატების ახალი დღის წესრიგის” შესახებ წინადადებები წარადგინა.

კომისიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ არჩევნებზე ჯო ბაიდენის გამარჯვება ახალი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას ურთიერთობის უნიკალური ტრანსატლანტიკური ახალი სტრატეგია.

აღინიშნება, რომ ახალი სტრატეგიის შეჯერება შეიძლება, მოხდეს აშშ – ევროკავშირის სამიტზე, 2021 წლის პირველ ნახევარში.

“ევროკავშირს სურს აშშ-სთან თანამშრომლობა, რომ მოხდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაძლიერება და რეფორმირება”, – ნათქვამია რელიზში.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ივლისის დასაწყისში კონგრესს ჯანმო-დან გასვლის შესახებ ოფიციალური შეტყობინება გაიგზავნა. მოსალოდნელია, რომ გასვლის პროცესი 2021 წლის ივლისში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები