მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში არსებულ ღია და დახურული ტიპის ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ და ამოქმედებულ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების წესების აღსრულებაზე მორიგი შეხვედრა გაიმართა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ნარიმანიძე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში არსებულ ღია და დახურული ტიპის ბაზრობების წარმომადგენლებს, ასევე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს და ზედამხედველობის სამსახურის უფროსებს შეხვდა.

საუბარი რიგი ეკონომიკური ბიზნესსაქმიანობების მკაცრ გაკონტროლებას შეეხებოდა.

ბაზრების წარმომადგენლებს მიეცათ მითითება,რომ რეგიონში პანდემიის უფრო მასობრივად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გათვალისწინებულ იქნას ის რეგულაციები,რომელსაც საკოორდინაციო საბჭო აწესებს.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბიზნესსუბიექტებს აუხსნეს,რომ დაწესებული წესების დარღვევის შემთხვევაში თავდაპირველად მოხდება სუბიექტების გაფრთხილება,ხოლო განმეორებით ფაქტებზე გამოყენებულ იქნება ის სანქციები, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს.

შეხვედრის დროს გადაწყდა,რომ შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტები ეკონომიკური საქმიანობების მონიტორინგის ფარგლებში დამატებითი ადამიანური რესურსებით დაეხმარებიან. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მათ სპეციალურ ტრენინგებს ჩაუტარებენ.

აღსანიშნავია,რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რეგიონის მასშტაბით ასობით ობიექტი უკვე შეამოწმა. ბიზნესსუბიექტების კონტროლი, რომელშიც მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სურსათის ეროვნული საგენტო, მუნიციპალიტეტები, შემოსავლების სამსახური არიან ჩართულები ეკონომიკური საქმიანობის მონიტორინგს სისტემატიურად ახორციელებენ.

აღნიშნული საზედამხედველო სახელმწიფო უწყებები ეკონომიკური საქმიანობების მონიტორინგის ფარგლებში მოქმედებენ როგორც ერთობლივად, ასევე ცალ-ცალკე.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები