შალვა პაპუაშვილი: მოსაზრებები უკვე საკმარისად არის გაცვლილი დიალოგის მაგიდაზე და ახლა საჭიროა, ყველა პოლიტიკოსმა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღოს

“მოსაზრებები უკვე საკმარისად არის გაცვლილი დიალოგის მაგიდაზე და ახლა საჭიროა, ყველა პოლიტიკოსმა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღოს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისეთ რთულ ვითარებაში, როგორიც დღეს ქვეყანაში პანდემიის გამოა შექმნილი, პარლამენტის ფუნქციონირება აუცილებელია.

„რაც შეეხება მინდინარე დიალოგს, მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარისგან განცხადება, რომ ამ ეტაპზე ეს დიალოგი არის იმ ფაზაში, როცა მომწიფებულია გადაწყვეტილების მიღებისთვის და საჭიროა, რომ ყველა მხარე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ ყველაფერს. ვინაიდან თქვეს, რომ პარლამენტში არ შევალთო, ამის გადათქმა უჭირთ. იფიქრონ საკუთარ მოსახლეობაზე, ასევე, იმ ვითარებაზე, რაც პანდემიის კუთხით არსებობს ქვეყანაში და საჭიროა, ამ დროს პარლამენტის ფუნქციონირება და პარლამენტი და ამ პასუხისმგებლობითა და ამ გადმოსახედით მიიღონ გადაწყვეტილება. როგორც საჯაროდ ვიცით, მოსაზრებები უკვე საკმარისად არის გაცვლილი დიალოგის მაგიდაზე და ახლა საჭიროა, ყველა პოლიტიკოსმა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღოს და ამისკენ მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები