კობა დავითაშვილი, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა
ქართველი პოლიტიკოსი, კობა დავითაშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ალადაშვილის კლინიკაში ადასტურებენ.
ბოლო დღეებში ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა და საავადმყოფოში ჰოსპიტალურ მკურნალობას გადიოდა.
კობა დავითაშვილს ბოლო რამდენიმე წელია, ბეხტერევის დაავადება ჰქონდა.
კობა დავითაშვილი “საქართველოს ხალხის პარტიის” ლიდერი, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი და საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის (1999, 2004, 2008, 2012) დეპუტატი იყო.