ინტერნეტით განხორციელებული თავდასხმების მაჩვენებლით საქართველო მე-9 ადგილზეა მსოფლიოში
“2020 წლის მესამე კვარტალში ინტერნეტის საშუალებით განხორციელებული შეტევას დაქვემდებარებული ქართველი მომხმარებლების წილი 6,06%-ს შეადგენდა და ამ მაჩვენებლის მიხედვით საქართველომ მსოფლიოში მე -9 ადგილი დაიკავა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში „კასპერსკის ლაბორატორიის” წარმომადგენლობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, იმავე პერიოდში, სომხეთში ამგვარი შეტევები განიცადა კომპიუტერის მომხმარებელთა დაახლოებით 4,95 პროცენტმა, ხოლო აზერბაიჯანში – 4,89 პროცენტმა.
“იმავე წლის აპრილ-ივნისში საქართველოში მომხმარებელთა 7,99% აღმოჩნდა ვებ-შეტევის წინაშე (მსოფლიოში მე -12 ადგილი), სომხეთში – 5,6% და აზერბაიჯანში – 6,5%, ხოლო 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ეს მაჩვენებელი თითქმის 10,3% იყო, სომხეთში – 11,8% -ზე მეტი, ხოლო აზერბაიჯანში – 12,7%. „კასპერსკის ლაბორატორიის” მონაცემების მიხედვით 2020 წლის ივლის-სექტემბერში მსოფლიოში ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინტერნეტმომხმარებლებს ვიეტნამში (8,69%), ბანგლადეშში (7,34%) და ლატვიაში (7,32%). საშუალოდ, 2020 წლის მესამე კვარტლის განმავლობაში, მსოფლიოში ინტერნეტმომხმარებელთა კომპიუტერების 4,58% ერთხელ მაინც დაექვემდებარა Malware- ის კლასის ვებ-შეტევას, ხოლო აპრილ-ივნისში ეს მაჩვენებელი 5,73% იყო. ვებ-შეტევებისგან დასაცავად, ექსპერტები რეკომენდაციას იძლევიან, რომ მომხმარებლებმა გამოიჩინონ სიფხიზლე შინაარსის ჩამოტვირთვისას, განსაკუთრებით არაოფიციალური წყაროებიდან და ფრთხილად იყვნენ ინტერნეტში სხვადასხვა საიტების მონახულებისას. ასევე, სათანადო ინტერნეტ-უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გირჩევთ გამოიყენოთ საიმედო ანტივირუსული გადაწყვეტილება ვებ-მოდულით, რომელიც აბრკოლებს მავნე ობიექტების ჩამოტვირთვას ინფიცირებული ვებ-გვერდებიდან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.