ვახტანგ ჭარაია: 2021 წლის ბიუჯეტის სოლიდურ ნაწილს კვლავ კოვიდ 19 „გვიფლანგავს“

2021 წლის ბიუჯეტის სოლიდურ ნაწილს კვლავ კოვიდ 19 „გვიფლანგავს“, – წერს თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია ფეისბუქ გვერდზე.

ექსპერტის განცხადებით, ხელისუფლების მიერ კრიტიკული სიტუაციების მართვის უნარებზე იქნება დამოკიდებული 2021 წლის, როგორც ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია და დასაქმება, ასევე ინვესტიციების მოცულობა, საბანკო სესხის ღირებულება, თუ სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლები, რომელიც 2021 წელს არის საქართველოსთვისთვის პროგნოზირებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის, თუ სხვათა მიერ.

„2020 წელს გამოჩენილი მტერი ქართულ ეკონომიკას არც 2021-ში მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას. სამწუხაროა, რომ 2020 წლის მსგავსად, ვალების აღების ხარჯზე მოხდება ვალდებულებების ნაწილის გასტუმრება 2021 წელსაც. თუმცა, მეორე მხრივ, ვალების არ აღება ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ ჩაითვლებოდა გონივრულ გადაწყვეტილებად. ვალის აღება, არა მხოლოდ კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული მოქმედებებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ მთლიანი საბიუჯეტო და ქვეყნის სოციალური სტაბილურობისათვის, რომელიც თავის მხრივ, ჯამში სტაბილური შემოსავლით უზრუნველყოფს 1.5 მილიონზე მეტ ადამიანს: პენსიონერს, მასწავლებელს, ჯარისკაცს, პოლიციელს, ექიმს, სოციალურად დაუცველებს და ა.შ. რომ არაფერი ვთქვათ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საყოველთაო ჯანდაცვასა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე,“ – აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები