გია ვოლსკი: დაუმორჩილებლობის ტალღას ვერ ააგორებენ, რადგან ხალხს კარგად ესმის, რაოდენ მძიმე განსაცდელშია მსოფლიო

“დაუმორჩილებლობის ტალღას ვერ ააგორებენ, რადგან ხალხს კარგად ესმის, რაოდენ მძიმე განსაცდელის წინაშე დგას მსოფლიო”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები შინაარსით, პათოსით ერთნაირია და მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა.

„დაუმორჩილებლობის ტალღას ვერ ააგორებენ, რადგან ხალხს კარგად ესმის, რაოდენ მძიმე განსაცდელის წინაშე დგას მსოფლიო და საქართველო. თუმცა, პოლიციელების გინება, სააკაშვილის მხრიდან სახლში შევარდნის მუქარა, ასევე, მუქარა, რომ საქართველო დაუმორჩილებლობამ უნდა მოიცვას – ეს ყველაფერი ამ ოპოზიციური ერთობის საერთო განწყობა და შინაარსია, რომელიც ქვეყანას დესტაბილიზაციით ემუქრება. არ მგონია, ერთმანეთისგან შორს იყოს ეს განცხადებები, თუმცა, შინაარსიდან გამომდინარე, მათ სამართლებრივი შეფასება სხვადასხვა აქვს. გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები ძალიან იჩემებენ განსხვავებულობას. ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთს აგინებენ კიდეც, მაგრამ რეალურად მათი აქტივობის, დამოკიდებულების და პათოსის შინაარსი აბსოლუტურად ერთიანია – რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ ქვეყანას ამ მძიმე პერიოდში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები