მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N 3 კორპუსის მიმდებარედ სკვერი ეწყობა

თბილისში, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N 3 კორპუსის მიმდებარედ სკვერი ეწყობა. აღნიშნულ მისამართზე, მოსახლეობის ჩართულობით, მოხდა შემოღობილი ტერიტორიის დემონტაჟი, დასუფთავდა და დაიწყო მცირე სკვერის მოწყობა.
სამუშაოების შედეგად, განთავსდება ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, სკამები და ნაგვის ურნები. ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირებით შემოიღობება. ამასთან, უკვე მოეწყო ბილიკები, გრუნტის დამჭერი კედლები, რომლის მოხატვაც მიმდინარეობს.
სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ექსიმ მეიდი“ ასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 48 031 ლარი დაიხარჯება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები