ახალმა სისტემამ გამოავლინა, რომ თურქეთში კოვიდ დადასტურებული ადამიანების რაოდენობა რეალურად 3-4 ჯერ მეტია

ახალმა სისტემამ გამოავლინა, რომ თურქეთში კოვიდ დადასტურებული ადამიანების რაოდენობა რეალურად 3-4 ჯერ მეტია. თურქეთი ოფიციალურად აცხადებდა მხოლოდ იმ კოვიდ პაციენტების რაოდენობას, რომლებიც დადასტურებული სიმპტომიანი პაციენტები არიან. ახლა ქვეყანა ახალ სისტემაზე გადავიდა და სტატისტიკაში სრულად შეაქვთ კოვიდ ტესტირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, მათ შორის, უსიმპტომოებიც. განახლებული მეთოდოლოგიით გამოქვეყნებული მონაცემებით, 27 და 28 ნოემბერს თურქეთში ინფიცირების 29 845 და 30 103 შემთხვევა დაფიქსირდა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 30 ნოემბერს განაცხადა, რომ, კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, მთელს ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდება. კვირის სამუშაო დღეებში ე.წ.  კომენდანტის საათი 21:00-05:00 საათების პერიოდში იმოქმედებს. შაბათ-კვირას კი მთელი დღე-ღამის განმავლობაში – პარასკევს 21:00 საათიდან ორშაბათს 05:00 საათამდე იქნება ძალაში. შაბათ-კვირას კომენდანტის საათის შეზღუდვებისგან, სასურსათო მაღაზიები და პროდუქტის მიტანის საკურიერო სერვისები, გარკვეული დროით განთავისუფლდებიან. 20 წელზე ახალგაზრდა და 65 წელზე ასაკოვან ადამიანებს აეკრძალებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. დაიხურება საბავშვო დღის მოვლის ცენტრები. ქორწილებსა და დაკრძალვებზე მაქსიმუმ 30 პირის დასწრება იქნება ნებადართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები