საქართველოდან პირველი აგვისტოდან თხილის ექსპორტის ღირებულებამ 59.3 მილიონი დოლარი შეადგინა

საქართველოდან, 1-ელი აგვისტოდან 29 ნოემბრამდე 11 311 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 59.3 მილიონი დოლარი შეადგინა.

თხილის ექსპორტის მოცულობა 3 060 ტონით (37%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებულ ექსპორტს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 18.7 მილიონი დოლარით (46%) გაიზარდა. ამავე პერიოდში, თხილის საექსპორტო ფასი 7%-ით გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (3 287 ტონა), იტალიაში (2 320 ტონა), ჩეხეთში (594 ტონა), ესპანეთში (352 ტონა), პოლონეთში (320 ტონა), ლიეტუვაში (311 ტონა), ბულგარეთში (300 ტონა), საფრანგეთში (218 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლატვიაში (84 ტონა), სლოვაკეთში (64 ტონა), ლუქსემბურგი (60 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (572 ტონა), რუსეთი (540 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (284 ტონა), უკრაინა (198 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), კანადა (146 ტონა), საუდის არაბეთი (95 ტონა), მექსიკა (67 ტონა), სირია (50 ტონა), შვეიცარია (47 ტონა), უზბეკეთი (43 ტონა), იორდანია (38 ტონა), ერაყი (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები