საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა დაცული იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები – საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაცია

საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაცია Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელშიც საქართველოს მაღალი შეფასება აქვს, განცხადებით ეხმაურება.

როგორც საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციაში განმარტავენ, პანდემიის მიუხედავად საქართველო წარმოადგენს იშვიათ გამონაკლისს, სადაც სრულად არის დაცული როგორც მედიის უფლებები, ასევე, სიტყვის და აზრის თავისუფალი გამოხატვის უფლება.

„რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა Freedom House-ის დასკვნა, რომელშიც საქართველოს მთავრობის მუშაობას მაღალი შეფასება აქვს. Freedom House საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაცია, უკვე წლების განმავლობაში აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელშიც მსოფლიოში და კონკრეტულ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ობიექტურად და მიუკერძოებლად არის შეფასებული.

სამწუხაროდ მსოფლიოს რიგ ქვეყნებში პანდემიის ტყვეობაში არა მხოლოდ ეკონომიკა და მედიცინა, არამედ დემოკრატიაც მოექცა. აღსანიშნავია, რომ საქართველო მოხდა ქვეყნების იმ მცირე ჩამონათვალში, სადაც პანდემიის მიუხედავად, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა არ შეცვლილა, ასევე,დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ, პანდემიის წინააღმდეგ მიღებული ზომები, რომელიც გამჭვირვალობით გამოირჩევა. პანდემიის მიუხედავად საქართველო წარმოადგენს იშვიათ გამონაკლისს, სადაც არ შეზღუდულა და სრულად არის დაცული როგორც მედიის უფლებები, ასევე, სიტყვის და აზრის თავისუფალი გამოხატვის უფლება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია, საქართველოში ჩატარებული არჩევნები, სადაც დაკვირვების შესაძლებლობა შეუზღუდავად ჰქონდათ, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შეუქცევად პროგრესს. მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა დაცული იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ზრუნავს ისეთი მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელი ინსტიტუტის გაძლიერებაზე, როგორიცაა დემოკრატია!”, – აღნიშნულია პოლიტოლოგთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები