ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპი – რით დაეხმარება მთავრობა მოქალაქეებებსა და კერძო სექტოროს ახალი პაკეტის გათვალისწინებით

საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპი დაიწყო  და  მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალი პაკეტი წარმოადგინა.

ქვემოთ მოცემულ ტექსტში დეტალურადაა ახსნილი და გაწერილი, თუ ვის რითი დაეხმარება მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპზე.

  1. მოქალაქეებზე ზრუნვა – პროგრამის საერთო ბიუჯეტი – 545 მლნ ლარი. ბენეფიციართა საერთო რაოდენობა –  500 ათას პირზე მეტი (ამ ციფრებში არ შედის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მაჩვენებელი).
  • კომუნალური ხარჯების სუბსიდირება – 4 თვის (ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით) განმავლობაში განვახორციელებთ კომუნალური ხარჯების სუბსიდირებას (200 კვტ/მ3-მდე მოხმარება). ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 1 მილიონი ოჯახი. ბიუჯეტი 270 მლნ ლარი;

 

  • 1200 ლარიანი დახმარება სამსახურდაკარგული პირებისთვის – ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 125,000 პირი. ბიუჯეტი – 150 მლნ ლარი;

 

  • 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება – გაიცემა 300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციები იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდ. მეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდებათ დეკემბერსა და იანვარში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შედეგად. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 100 ათასი. ბიუჯეტი – 30 მლნ ლარი;

 

  • 600 ლარიანი დახმარება – 65-დან 100 ათას სოციალურ ქულამდე მყოფი ოჯახები იანვრიდან, თვეში საშუალოდ 100 ლარის ოდენობით (ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით) დახმარებას მიიღებენ 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 72 ათასამდე ოჯახი (220 ათასამდე პირი), ბიუჯეტი – 55 მლნ ლარი;
  • 600 ლარიანი დახმარება – 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვი, 6 თვის განმავლობაში მიიღებენ თვეში 100 ლარს (იანვრიდან ივნისის ჩათვლით) – 24 ათასი ოჯახი. ბიუჯეტი – 15 მლნ ლარი;

 

  • 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის გაიცემა 600 ლარიანი დახმარება – თვეში 100 ლარი, 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციარების რაოდენობა – 43 ათასი პირი. ბიუჯეტი – 27 მლნ ლარი;
  • საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ ობიექტებში დასაქმებულ პირებს, რომელთა საქმიანობა იზღუდება დეკემბერი-იანვრის განმავლობაში.

 

          2   ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი – 515 მლნ ლარი

  • საშემოსავლო გადასახადის შეღავათი – 1500 ლარამდე ხელფასის მქონე პირები 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან 2021 წლის დეკემბერი-მაისის პერიოდში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა: 33 ათასი კომპანია და 425 ათასი დასაქმებული. ბიუჯეტი – 260 მლნ ლარი.

 

  • ქონების გადასახადის შეღავათი ტურიზმის სექტორისთვის – ტურიზმის სექტორი (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული ქონება) 2021 წელს გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. ბიუჯეტი – 45 მლნ ლარი;
  • 2020 წლის 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა – განხორციელდება ტურიზმის სექტორში (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული კომპანიები) 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა. ბიუჯეტი – 20 მლნ ლარი;

 

  • გაგრძელდება სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, ასევე ამოქმედდება რესტორნების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 3700 კომპანია;
  • მიკრო გრანტების პროგრამა – მიმდინარეობს მეწარმეობის მიკრო გრანტების პროგრამა, რომელიც ათასობით ახალ ბიზნესპროექტს დააფინანსებს (2020 წლის პროგრამა). ბიუჯეტი – 40 მლნ ლარი;

 

  • საკრედიტო-საგარანტიო ფონდი – 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მუშაობა, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს როგორც არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში, ასევე, ახალი სახსრების მოზიდვაში. ბიუჯეტი – 100 მლნ ლარი;
  • საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ კომპანიებს, რომლებსაც შეეზღუდებათ საქმიანობა დეკემბერი-იანვრის პერიოდში.

ჯამში, ახალი პაკეტის მთლიანი ბიუჯეტი 1,1 მილიარდ ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები