შალვა პაპუაშვილი: ორი მილიონი ამომრჩევლის ნების გადახედვა, ეს იქნებოდა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ამომრჩევლების უპატივცემულობა

“რაიმენაირად გადახედვა ორი მილიონი ამომრჩევლის ნების, ეს იქნებოდა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ამომრჩევლების უპატივცემულობა”, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების განწყობაა, რომ მრავალპარტიული პარლამენტი იყოს, სადაც ასახული იქნება მოქალაქეების მრავალფეროვანი არჩევანი.

„ერთი რამეა მნიშვნელოვანი, როცა წითელ ხაზებზეა საუბარი. მთავარი წითელი ხაზი, რაც ამ დიალოგის დროს დგას, ეს ჩვენი ამომრჩევლების ნებაა. დღეისთვის ჩვენ უკვე შეგვიძლია მყარად ვთქვათ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები აღიარეს როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა, ისე ობიექტურმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო მისიებმა. შესაბამისად, რაიმენაირად გადახედვა ორი მილიონი ამომრჩევლის ნების, ეს იქნებოდა უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ამომრჩევლების უპატივცემულობა. ჩვენი განწყობაა, რომ მრავალპარტიული პარლამენტი იყოს, სადაც ასახული იქნება ჩვენი მოქალაქეების მრავალფეროვანი არჩევანი და ამ პარლამენტში ვიმუშავოთ. ამ განწყობას რაც შეესაბამება, ყველა შესაძლო გადაწყვეტილებისთვის მზად ვართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები