“დახმარების პაკეტის ჯამური ღირებულება 1,1 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 515 მილიონი ლარი კონკრეტულად მობილიზებულია ბიზნესსექტორის გაძლიერებაზე”
“დახმარების პაკეტის ჯამური ღირებულება 1,1 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 515 მილიონი ლარი კონკრეტულად მობილიზებულია ბიზნესსექტორის გაძლიერებაზე”, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ძალიან ეფექტური და მიზნობრივი დახმარების პაკეტი წარმოადგინა, „რომელიც ბიზნესის ხმას ძალიან კარგად ასახავს“.
„ეს დახმარების პაკეტი შემუშავებულია ექსპერტებსა და კერძო სექტორთან კონსულტაციის შედეგად. დახმარების პაკეტის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით ქვეყანაში შევინარჩუნოთ კიდევ უფრო მეტი დასაქმების ადგილი, კერძო სექტორი გავაძლიეროთ და იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს ძალიან სჭირდებათ მმართველი გუნდის მხარდაჭერა, გვერდში დავუდგეთ.
დახმარების პაკეტის ჯამური ღირებულება 1,1 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 515 მილიონი ლარი კონკრეტულად მობილიზებულია ბიზნეს სექტორის გაძლიერებაზე. მინდა, ხაზი გავუსვა ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას. ვიყენებ შესაძლებლობას და მადლობას ვუხდი თითოეულ, ბიზნესსა და ტურიზმში ჩართულ ბიზნესუბიექტს, რომლებმაც ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღო არაერთ შეხვედრაში, რის ფარგლებშიც ის მიზნობრივი დახმარებები განისაზღვრა, რომელებიც ტურიზმის სექტორს მეორე ფაზაში გაეწევა. მათთვის მნიშვნელოვანი იყო ქონების გადასახადზე მხარდაჭერა. შესაბამისად, დახმარების პაკეტში მოცემულია, რომ 2021 წელს ტურიზმი სრულად გათავისუფლდა ქონების გადასახადისგან. ასევე, ტურიზმის სექტორს კონკრეტული ვალდებულებები ჰქონდა საშემოსავლო კუთხით და ესეც მათთვის უკვე ჩამოწერილია.
ახალი შეზღუდვებიდან გამომდინარე, რთული მდგომარეობა სარესტორნო ბიზნეს მიმართულებით მიუხედავად იმისა, რომ „დელივერის“ სერვისი მაინც იქნება ხელმისაწვდომი. ბიზნესის ამ მიმართულების გასაძლიერებად მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყენოს ის ეფექტური ინსტრუმენტი, რომელმაც უკვე განაპირობა და დაგვანახა, რომ არის წარმატებული, რესტორნების ბიზნესს მისცემს წვდომას სესხის პროცენტის სუბსიდირებაზე“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.