ირაკლი რუხაძე – ოპოზიციაზე: იმედი აქვთ, რომ მე თუ დამასანქცირებენ, მერე „იმედს“ შეექმნება პრობლემები
„იმედი აქვთ, რომ მე თუ დამასანქცირებენ, მერე „იმედს“ შეექმნება პრობლემები,” – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.
მისივე თქმით, პირდაპირ თავისუფალ სიტყვაზე დარტყმაა ტელევიზიის დირექტორის დასანქცირება.
„მე აქ ათასში ერთხელ მოვდივარ – იმიტომ რომ, ცუდად გამოჩნდება, პირდაპირ თავისუფალ სიტყვაზე დარტყმაა ტელევიზიის დირექტორის დასანქცირება. და მე – თურმე აბრამოვიჩი ჩემგან ლაპარაკობს, თურმე ინგლისელი ჟურბალისტი გამიჩერებია, რომელიც არ შემოუშვეს; მთავარია ბევრი ნაგავი ჩემი სახელის გარშემო მოხვდეს და მერე რას გაერკვევი, ათასობით ადამიანს ასანქცირებენ… რატომ მასანქცირებენ, რადგან იმედი აქვთ, რომ მე თუ დამასანქცირებენ, მერე თქვენც [„იმედს“] შეგექმნათ პრობლემები. ასე გვაჩერებს იგივე ხალხი, რომელმაც 2007 წელს სხვანაირად გაგვაჩერა“, – აღნიშნა რუხაძემ.