რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 

რუსთავში მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს დაშავებულია ერთი პირი. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს შეეჯახა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მუხლის მიხედვით წესების დარღვევა ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები