“ქუთაისის უნივერსიტეტი” გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ონლაინ ტრენინგების ციკლს იწყებს

“ქუთაისის უნივერსიტეტი” გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ონლაინ ტრენინგების ციკლს იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, პირველი შეხვედრა თემაზე – “მედია და ქალთა ძალადობა“ 1 დეკემბერს, 17:00 საათზე გაიმართება.

რა უნდა ვიცოდეთ ძალადობის შესახებ, ვიდრე რესპონდენტთან შეხვედრას დავგეგმავთ? როგორ დავიწყოთ საუბარი და როგორ დავიმსახუროთ რესპონდენტის ნდობა? – ამ და სხვა კითხვებზე მონაწილეებს ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ამერიკის იურისტთა ასოციაციის სერთიფიცირებული ტრენერი გელა სიორდია უპასუხებს.

“ქუთაისის უნივერსიტეტისთვის” პრიორიტეტია მისი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის ეფექტური ჩართულობა სამოქალაქო აქტივობებში და სხვადასხვა პროფესიული წრის ინფორმაციული, ან საკონსულტაციო მხარდაჭერა”, – აღნიშნავენ უნივერსიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები