საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა მსუბუქ ავტომობილებს არ შეეხება

საქართველოში კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადააადგილებასაც შეეხო, თუმცა, ეს შეზღუდვა მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში არ იმოქმედებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს, რომლის შემდეგაც დეტალებზე პრემიერმინისტრმა ისაუბრა.
კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე, საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე; მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით.
ტაქსებთან მიმართებაში არანაირი სპეციფიური შეზღუდვები გარდა პირბადის ტარებისა, მგზავრთა რაოდენობრივი შეზღუდვები არ წესდება.
მსუბუქ ავტომობილებზე შეზღუდვები არ წესდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები