არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა, დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალებას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, კრისტინა კირშნერი გამოეხმაურა, რომელიც მარადონას მეგობარიც იყო.

“მშვიდობით, დიეგო, ძალინ გვიყვარხარ. ვუსამძიმრებ ახლობლებს და მეგობრებს”,-დაწერა მან სოციალურ ქსელში.

დიეგო მარადონა დღეს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არგენტინელი ფეხბურთელის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ ის გულის შეტევით საკუთარ სახლში, ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები