“ყველა მაღაროელი გადამოწმებულია, უტარდებათ ტესტირება, ვინც თვითიზოლაციაშია, “ჯორჯიან მანგანეზი” ყველას უხდის ხელფასს” – ჭიათურის სამთო მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარის განმარტება

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს, ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 9 მუშას კორონავირუსი დაუდასტურდა და მათ საშუალება არ აქვთ გადავიდნენ იზოლაციაში, ჭიათურის სამთო მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარეს, პაატა სამხარაძეს დავუკავშირდით.

მისი თქმით, მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.  ,,ჯორჯიან მანგანეზი” ვერ შეაჩერებს სამუშაოებს, თუმცა კომპანია თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას მაქსიმალურად აკონტროლებს.

,,ჯორჯიან მანგანეზი” სამუშაო პროცესს არ აჩერებს, რადგან ჭიათურის და მთლიანად საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებულია ბიზნესის მუშაობაზე. ერთხელ გამოვცადეთ ესეთი სიტუაცია და ეკონომიკა ვერ გაუძლებს. 2 დღის წინ იყო ჭიათურაში 200-მდე ადამიანი ინფიცირებული. კომპანია 3700 კაცზე მეტს ასაქმებს, თითოეულ მათგანს უტარებს ტესტირებას ყოველ 2 კვირაში, უზომავენ სიცხეს და 37 გრადუსის დაფიქსირების შემთხვევაში უშვებენ სახლში და აკავშირებენ ექიმთან. არცერთ მუშას პრობლემა არ შეჰქმნია, ყველა გადამოწმებულია და გადადიან თვითიზოლაციაში. ვინც თვითიზოლაციაშია ან კარანტინში ყველას უხდიან ხელფასს. მსგავს რამ მე არ გამიგია, რომ კომპანია სიტუაციას არ აკონტროლებდეს და სამუშაოების შეჩერებას არ მივესალმები მე პირადად,” – განაცხადა პაატა სამხარაძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 9 მუშას კორონავირუსი დაუდასტურდა, დასაქმებულ მაღაროელებს საშუალება არ აქვთ გადავიდნენ თვითიზოლაციაში და პრეტენზიის შემთხვევაში, ხელმძღვანელობა მხოლოდ უხელფასო შვებულებაში გასვლის უფლებას აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები