გერმანია უკრაინას სანქციებით ემუქრება
გერმანია უკრაინას სანქციებით ემუქრება,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა. მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქვეყნის ხელისუფლება და ოპოზიცია კრიზისიდან პოლიტიკურ გამოსავალს არ იპოვიან. შტაინმაიერი ფიქრობს, რომ უკრაინის მთავრობის მიმართ აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად მზადყოფნა, სანქციების გამოყენება კი საფრთხე იქნება უკრაინისთვის. შეგახსენებთ: იანვარში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინასთან მიმართებაში სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება.