რამაზ საყვარელიძე: ოპოზიცია სააკაშვილს ვერ უწევს წინააღმდეგობას, რომელსაც რევოლუცია სჭირდება

“ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და განმეორებით ან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? შექმნილ სიტუაციაში რამდენად რეალურია, რომ ქვეყანამ ერთპარტიული პალამენტი მიიღოს. „კვირა“ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

-ოპოზიცია და ხელისუფლება ფასილიტატორების მონაწილეობით მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინში არიან. როგორია თქვენი პროგნოზი, შედგება შეთანხმება თუ ერთპარტიულ პარლამენტს მივიღებთ?

არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს. თუ ქვეყნისთვის სიკეთე უნდათ, პარლამენტში უნდა შევიდნენ. ქვეყანას სჭირდება მრავალპარტიულობა, რომ განსხვავებული მოსაზრებების ჭიდილში სწორი, შეთანხმებული და ოპტიმალური გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. დიდი ალბათობით, სააკაშვილს ვერ უწევენ წინააღმდეგობას, რომელსაც რევოლუცია სჭირდება. ვფიქრობ, იპოზიციას ამ შემთხვევაში ინტელექტუალური შეცდომა მოსდის და ვერ აცნობიერებს, რომ თუ პარლამენტში არ შევლენ, მომავალში კიდევ უფრო ნაკლები მხარდამჭერი ეყოლებათ. ამ ეტაპზე, როგორი კონფიგურაციის იქნება პარლამენტი, ამის პროგნოზირება მიჭირს.

-თუ შეთანხმება არ შედგა და ერთპარტიულ პარლამენტს მივიღებთ, ეს გარემოება ქვეყნის იმიჯსა და საერთაშორისო ასპარეზზე როგორ აისახება?

2008 წელსაც, ფაქტობრივად, ერთპარტიული პარლამენტი იყო, თუმცა, ქვეყანა არ დანგრეულა. ყველაფერი დამოკიდებულია, როგორ იმოქმედებს მმართველი ძალა და რა პასუხები ექნება არსებულ და დამდგარ გამოწვევებზე.

-უცხოელები, ანუ ფასილიტატორები, ძირითადად, ოპოზიციაზე არიან ფოკუსირებულნი და მათ მოუწოდებენ პარლამენტში შესვლისაკენ. რას ფიქრობთ, ოპოზიციის ჭირვეულობის ფონზე, შესაძლოა, შეიცვალოს შუამავალთა, ანუ უცხოლელთა მოთხოვნის ადრესატი და ხელისუფლებას მოსთხოვონ დათმობაზე წასვლა. რა შეიძლება, დათმოს ხელისუფლებამ?

უკანონობის ჩადენას ხელისუფლებას შუამავლები ვერ მოთხოვენ. არანაირი კანონით პარლამენტის დათხოვნა ან რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ შეიძლება. პარლამენტის გარეშე არც საარჩევნო ადმინისტრაციის დათხოვნაა შესაძლებელი. დავუშვათ, წავიდა ამ დათმობაზე ხელისუფლება. მიიღებს ძალიან ცუდ შედეგს და პირველი, ვინც მას ამ უკანონობის გამო დაუპირისპირდება, იქნება მისი ამომრჩეველი. მათ კოჰაბიტაცია ვერ უპატიებიათ ხელისუფლებისთვის და ახლა კანონის დარღვევასა და ოპოზიციასთან ამ ტიპის დათმობაზე წასვლას მით უმეტეს არ აპატიებს.
ოპოზიციის ასეთ მონილითურობას რა განაპირობებს?
მიჭირს ამის ახსნა. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება. ამბობენ, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს ფინანსური ინტერესები აქვს და ამიტომ იზიარებენ “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი ლიდერის პოზიციებს. არის ვერსია, რომ მათზე სააკაშვილს გარკვეული კომპრომატები აქვს. მოკლედ, მათი პოზიციის ახსნა ძალიან მიჭირს.

-“პატრიოტთა ალიანსის” პოზიციას რა ახსნას უძებნით?

აქ კიდევ უფრო რთულადაა საქმე. სააკაშვილის თანამოაზრეობას მათ ვერ დავაბრალებთ. არც ფინანსური ინტერესები მგონია, ჰქონდეთ. ვფიქრობ, უფრო ემოციურ მდგენელთან გვაქვს საქმე, ანუ საკუთარი შესაძლებლობების გადაფასებას ვგულისხმობ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები