ევროკომისიის გაფრთხილების მიუხედავად, უნგრეთში რუსული ვაქცინის ტესტირება დაიწყო

უნგრეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინასთან მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას ბუდაპეშტი ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Sputnik V-ს ნიმუში მიიღო.

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა.

დიპლომატის თქმით, უნგრეთში უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე პრეპარატის პირველ 10 დოზას გამოცდიან.​

პარლამენტში გამოსვლის დროს სიიარტომ ოპოზიცია გააკრიტიკა, რომელიც რუსული ვაქცინის შესყიდვას ეწინააღმდეგებოდა.

“ყალბი პოლიტიკური თავდასხმების ნაცვლად დროა, გაიგოთ, რომ ვაქცინის შესყიდვა  იდეოლოგიური საკითხი არ არის, არამედ ჯანმრთელობას უკავშირდება”, – თქვა მან.

აღსანიშნავია,  ადრე ევროკომისიამ უკვე გააფრთხილა ბუდაპეშტი, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა შეისყიდის ევროკავშირში არასერტიფიცირებულ ვაქცინას, მათ შორის, რუსულს,  გარკვეული ზომების მიღება მოუწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები