შიდა ქართლში საირიგაციო სისტემის მოწესრიგება გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს.

როგორც ,,კვირას” ,,საქართველოს მელიორაციიდან” აცნობეს, შიდა ქართლში ძევერა-შერთულის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

,,დანალექი გრუნტისა და მცენარეული საფარისაგან მაგისტრალური არხის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის 3-კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

ექსპლუატაციის პროგრამით გატარებული ღონისძიებების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რის შემდეგაც სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი 650 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს (ძევერა, შერთული, კარალეთი და გარეჯვარი)”, – ნათქვამია ,,საქართველოს მელიორაციის” ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები