მამაკაცმა ცოლის საყვარლები და მათი ოჯახის წევრები ამოხოცა
ჩინეთის პოლიციამ 4 თებერვალს სელენია ჰოუციაოს მცხოვრები შაო ცეუნცი დააკავა, რომელიც ეჭმიტანილია ექვსი ადამიანის მკვლელობაში. მკვლელობის მიზეზი ცოლის ღალატი გახდა. მამაკაცმა შეიტყო, რომ ცოლი მას ორ მეზობელთან ღალატობდა, რის გამოც მან მამაკაცებზე შურისძიება გადაწყვიტა. 30 იანვარს მან ცოლის ორივე საყვარელი მოძებნა, მათ ცეცხლსასროლი იარაღით სახლებში მიაკითხა და ისინი მოკლა. შემდეგ კი მათი ოჯახის წევრებიც გამოასალმა სიცოცხლეს. მან სულ ექვსი ადამიანი მოკლა. აქედან სამი მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მამაკაცმა ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ მისი საქციელის მოტივი ეჭვიანობა გახდა. გამოძიება საქმესთან დაკავშირებით კვლავ მიმდინარეობს.