დავით ზურაბიშვილი: პარლამენტში შევლენ თუ არა, ორივე შემთხვევაში ხელისუფლებაა გამარჯვებული

“პარლამენტში შევლენ თუ არა, ორივე შემთხვევაში ხელისუფლებაა გამარჯვებული”, – ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა, დავით ზურაბიშვილმა გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთისა და ამერიკელებისთვის წარმოუდგენელია, ოპოზიცია ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს და პარლამენტში არ შედიოდეს.

,,როგორი შეხვედრებიც უნდა გაიმართოს, შედეგს ვერ მოიტანს, რადგან როცა არჩევნების პირველადი შედეგები გაირკვა, ოპოზიციამ განაცხადა, არ ვაღიარებთ, რადგან ჩვენ მოვიგეთო. ერთ-ერთი ტელევიზიის დაკვეთით ,,იპსოსის” ეგზიტპოლების ფონზე (რომელიც დანარჩენებისგან განსხვავდებოდა), მგონი, თანამდებობებსაც ინაწილებდნენ.

მაშინ, როცა ხმების ნახევარიც არ იყო დათვლილი კატეგორიული განცხადება, პარლამენტში არ შევალთ, თუ არჩევნების გაყალბებას არ აღიარებთო, ულტიმატუმია, რომელზეც ძნელი მისახვედრი არ იყო, ხელისუფლება არ წავიდოდა. თავიანთ პირობას შემდეგ მორალური დატვირთვაც მისცეს – ვინც პარლამენტში შევა, უზნეო ადამიანიაო. ჰოდა, აქ დამთავრდა ყველაფერი, ასეთი განცხადებების მერე ოპოზიციას მოლაპარაკებისა და შეთანხმებისთვისთვის რესურსი აღარ დარჩა. მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს: უნდა გაიმარჯვოს, ან დაინგრეს.

დასავლეთისა და ამერიკელებისთვის წარმოუდგენელია ოპოზიცია ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს და პარლამენტში არ შედიოდეს. ის კი არა, მხარეებს კონსულტაციაც არ ჰქონიათ, ოპოზიციამ მაშინვე წამოაყენა კაპიტულაციის ტოლფასი მოთხოვნა: აღიარეთ, რომ წააგეთ, ცესკო-ს ხელმძღვანელობა დაითხოვეთ და თავადაც სახლში წადითო, თან ამას ხელისუფლებას ქუჩიდან ეუბნებია მაშინ, როცა ყველა ბერკეტი მას აქვს. ახლა ამერიკის და ევროკავშირის ელჩები კი არიან ფასილიტატორები, მაგრამ ასეთ რამეს მმართველ გუნგს უცხოელებიც არ დააძალებენ. ოპოზიციამ თავადვე მოიქცია თავი ჩიხში. ამ სულელური ვითარებიდან გამოსავალი არ ჩანს, აწი პარლამენტში შევლენ თუ არა, ორივე შემთხვვევაში ხელისუფლებაა გამარჯვებული,”- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, გათვალა თუ არა ,,ნაციოლალურმა მოძრაობამ” არჩევნების შედეგები, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ,,ნაციონალებისგან” ეს არც გაჰკვირვებია.

,,ნაციონალებისგან” არც გამკვირვებია, მათ რადიკალური ამომრჩეველი ჰყავთ და წინასწარ მოქოქეს, ისტორიული არჩევნებია, ქვეყნის ბედი წყდებაო და ისინიც თავს არ ზოგავდნენ. ასეთი მიდგომა პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა, რადგან პარტიის ლიდერებმა წინასწარ გააღვიძეს მოლოდინი, რისი შემსრულებლებიც არ იყვნენ. მათ ისიც ჰგონიათ, რომ თუ გაზაფხულამდე ქუცაში იდგებიან, ხელისუფლება თავისით ჩამოვარდება, მაგრამ გაერთიანებულ ოპოზიციაში სხვა, გაოცდილი პოლიტიკოსებია და მათი გამკვირვებია.

შეეძლოთ, აქციების კვალდაკვალ სამართლებრივი გზით ებრძოლათ. მოთხოვნებიც დაეყენებინათ, თუნდაც პოლიტპატიმრების გათავისუფლება; პარლამენტში არშესვლის მუქარაც შეიძლებოდა, ოღონდ მუქარად და არა დაფიცებად, რაც სრულიად ინფანტილური, არაკვალიფიციური საქციელია. ოპოზიციაში სერიოზული ადამიანებიც ჰყავთ, მაგრამ ვისაც იქ ,,პარადი” მიჰყავს, ნახელისუფლარი და ძალაუფლების გემოს მცოდნენი არიან. ხაზარაძე და ჯაფარიძე გავლენიან ბიზნესს მართავდნენ და იმ პოზიციიდან ლაპარაკს ვერ გადაეჩვივნენ. ისე იქცევიან, თითქოს, მათ ხელშია ძალაუფლება. ოპოზიციური საუბარი ვერ ისწავლეს,” – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები